civil.ge
ბოსნიის დედაქალაქმა ლგბტ პრაიდს პირველად უმასპინძლა
კვირას, 8 სექტემბერს, სარაევოში პირველი პრაიდი გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე გაიმართა. მარშის მოწინააღმდეგეებმა „ტრადიციული ოჯახის ღირებულებების“ მხარდასაჭერად პარალელური აქციები გამართეს. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში კვირას, შუადღეს დაწყებულმა პირველმა პრაიდის მარშმა მშვიდობიანად ჩაიარა. მარშის მონაწილეები მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა საპატივცემულო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალის წინ შეიკრიბნენ და ტიტოს ქუჩის (სარაევოს მთავარი ქუჩა) გავლით, სახელმწიფო პარლამენტის შენობამდე მივიდნენ. ორსაათიანი მსვლელობა უსაფრთხოების …