რესპუბლიკის ამბები

სამუსლიმანო საქართველოს დელეგაცია დედაქალაქს ეწვია

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 7 სექტემბერი N200

აჭარელთა დელეგაცია

ტფილისში ჩამოვიდნენ საგანგებო მატარებლით სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წარმომადგენელნი, მეჯლისის თავმჯდომარის მემედ ბეგ აბაშიძის მეთაურობით. სადგურზე მათ შეეგებნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრნი და ქალაქის მოურავი. მეჯლისის წარმომადგენელნი წარუდგებიან მთავრობას და დამფუძნებელ კრებას მეჯლისის დადგენილების დასამტკიცებლათ.

აჭარელთა წარმომადგენელნი წარსდგომიან აბასთუმანში მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ნ. ნ. ჟორდანიას და მისალმებიან. მთავრობის თავმჯდომარეს მათ მიმართულ სიტყვაზე პასუხი გაუცია და იმედი გამოუთქვამს, რომ მათი კავშირი საქართველოსთან მტკიცე და გულწრფელი იქნება.

სასტუმრო „ორიენტში“ აჭარელთ გაუმართეს სადილი.

მსგავსი/Related

Back to top button