civil.ge
სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერს უმასპინძლა
4-6 სექტემბერს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი. ადერი 5 სექტემბერს ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს. „მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ადერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის, ასევე განათლების, კულტურის, სავაჭრო და …