civil.ge
ცხინვალმა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე „სასაზღვრო ნიშნები“ და დროშა აღმართა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „სასაზღვრო სამსახურის“ ჯგუფმა გამყოფი ხაზის ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე სოფელ წნელისთან პოზიციების გამაგრება დაიწყო. ე.წ. უშიშროების კომიტეტის თქმით, ოსი „მესაზღვრეები“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან გამყოფ ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ეს …