ახალი ამბები

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა

გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა ერიკა ხოველ პოლანკო 3-4 სექტემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა. 3 სექტემებრს იგი თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პირობა დადო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს და პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანამათლებლო სფეროებში სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

იმავე დღეს, მოგვიანებით, გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო ქაცარავასაც შეხვდა.

დავით ზალკალიანი და სანდრა ერიკა ხოველ პოლანკო მანამდე ერთმანეთს ნიუ-იორკში, 2018 წლის 27 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე შეხვდნენ. საქართველოსა და გვატემალას შორის დიპლომატიური ურთერთობები 2010 წლის 27 აპრილს დამყარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button