civil.ge
ოკუპირებული ცხინვალის კუთვნილი დრონის ჩამოგდებას ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მოჰყვა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 1 სექტემბრის დილის 10 საათზე, მათი კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ“ ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, ქართულმა მხარემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდო. ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მანამდე, ქართული მხარის მსგავსი საფრენი აპარატი არაერთგზის ცხინვალმაც შენიშნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში, „სახელმწიფო საზღვრისა“ და დასახლებულ პუნქტების …