civil.ge
პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება
გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და მათ მიერ 6 სექტემბერს პროკურატურაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დახურულ შეხვედრაზე მიწვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „არასწორს“ უწოდებს. 6 სექტემბერს „არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული …