civil.ge
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი შსს-ს კიდევ ერთ თანამშრომელს წარედგინა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთ თანამშრომელს მიეცა. პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე შსს-ს აღნიშნულმა თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ადმინისტრაციული …