civil.ge
არასამთავრობოები: „სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია“
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და სხვები, „ტვ პირველის“ მფლობელის ვატო წერეთლის მამის - ავთანდილ წერეთლის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას ეხმაურება და გამოთქვამს ეჭვს, რომ „საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის“. 22 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ …