Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

თბილისში მწერალთა დღეობა იგეგმება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 აგვისტო, N187

მწერალთა დღეობა

აგვისტოს 24-ისთვის სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი თავის პირველ დღეობას დიდის ზეიმით აპირებს. დღეობა გაიმართება ქართული კლუბის დარბაზსა და ბარში ვრცელი და უჩვეულო პროგრამით, რომელშიაც მონაწილეობას იღებენ ქართველების გარდა ყველა ერის მწერლები და ხელოვანნი.

მწერალთა კავშირს პროვინციებიდან  თანხმობის წერილები მოსდის იმ მწერალთა ჩამოსვლის შესახებ, რომელნიც აპირებენ დღეობაში მონაწილეობის მიღებას.

ამ საღამოზე გამოიცემა  ხელნაწერი კრებული ქართველ მწერალთა ახალ ნაწარმოებთაგან მათის ავტოგრაფით, კრებულის ერთი ეგზემპლარი იქნება და ამ საღამოზე აუქციონით  გაიყიდება.

გამოვა აგრედვე ქართულ მოდათა ნახატების ჟურნალი. მოდათა ესკიზები დახატული იქნება ძველს ქართულ ტანსაცმელთაგან თანამედროვესთან შეფარდებით. ჟურნალში მოთავსდება მოდელები – ი. ნიკოლაძისა, ლ. გუდიაშვილისა, სერ. სუდეიკინისა, კ. ზდანევიჩისა, ა. პეტრაკოვსკისა და სხვათა.

სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭო სთხოვს ყველა ქართველ მწერალს გამოგზავნის მასალები იმ კრებულისთვის, რომელიც ერთ ეგზემპლიარად გამოვა მწერალთა კავშირის საღამოზე. მასალა არ უნდა აღემატებოდეს 20 სტრიქონს და ტფილისში მიღებული უნდა იქნეს 23 აგვისტომდე. მასალა საკუთარი ხელით უნდა იყოს დაწერილი თეთრ სადა ქაღალდის ჩვეულებრივ  ფურცლის მეოთხედზე. მისამართი: ტფილისი, საადგილმამულო ბანკი, კოტე მაყაშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button