civil.ge
პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „ყველა საბანკო ანგარიში“ დააყადაღა. ინფორმაცია 20 აგვისტოს მამუკა ხაზარაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეს ქმედება მათ მიერ გაცხადებული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნისა და ყველა მიმდინარე საქველმოქმედო და ბიზნესპროექტის, მათ შორის, ანაკლიის საბოლოოდ გაჩერებას ემსახურება. „ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“, - …