civil.ge
ევროკავშირი: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ბორდერიზაციის“ შეწყვეტას
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დღეს განაცხადა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, შეწყდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად „რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა“, რაც გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხეხილის ბაღებსა და წყლის რესურსებზე წვდომას აბრკოლებს. განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე ხაზს უსვამს „ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი …