civil.ge
მაკრონისა და პუტინის ხმელთაშუაზღვისპირა პაემანი
ბიარიცში დიდი შვიდეულის (G7) შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპული ლიბერალიზმის მებაირახტრემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა რუსეთის მარადმწვანე პრეზიდენტ პუტინს ბრეგანსონის სიმაგრეში უმასპინძლა. „საერთაშორისო წესრიგს ისტორიული მომენტი უდგას“ და ჩვენმა ქვეყნებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა, რომელთა ურთიერთობა ამ წესრიგისათვის უმნიშვნელოვანესია, თანხვედრის წერტილები უნდა გამოძებნონო, თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა. ბრეგანსონის სიმაგრე (Fort de Brégançon), სადაც მაკრონმა პუტინს უმასპინძლა. ფოტო: lepoint.fr შეხვედრა უკრაინის …