civil.ge
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 აგვისტოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და შეუთანხმებელ მონაკვეთზე პოზიციები განიხილეს. საგარეო უწყების თანახმად, 19 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე საველე სამუშაოები, კერძოდ, საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის დათვალიერება და ერთობლივი აზომვითი სამუშაოები დაიგეგმა. სამინისტროს განმარტებით, „19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად …