civil.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლას ეხმაურება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 17 აგვისტოს გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ 42%-იანი წილის მქონე ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლის ფაქტს, რომლის შესახებაც ორი დღის წინ გახდა ცნობილი, და მოუწოდა კონსორციუმს „უმოკლეს ვადებში“ წარუდგინოს მთავრობას გეგმა პროექტში „დასავლური სტრატეგიული ინვესტორის“ მოზიდვის შესახებ, რომელიც „კონტი ჯგუფს“ „იგივე მოცულობით“ ჩაანაცვლებს. სამინისტროს განმარტებით, „კონტი ჯგუფი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი …