იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, 15 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა საჯარო მოსმენების ერთთვიანი პროცესი, რომელშიც მონაწილეობა მოსამართლეობის 50-მა კანდიდატმა მიიღო. გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრები ორი კვირის ვადაში შეაფასებენ კანდიდატებს, რის შემდეგადაც, იუსტიციის საბჭო, ვაკანტური თანამდებობების რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად მოსამართლეობის 20 კანდიდატს წარუდგენს. დეპუტატთა მხარდაჭერის შემთხვევაში, … ვრცლად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა