civil.ge
Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, ამერიკული Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს. ინფორმაციას კონსორციუმში ადასტურებენ. Conti International-ის პროექტიდან გასვლის დეტალებზე არ საუბრობენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“. საკითხზე დღეს მედიასთან კომენტარი კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტუმრობისას გააკეთა, სადაც მან ფრანგულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მიიტანა და განმარტა, რომ მშენებლობის დაწყებისთვის პროექტი ტექნიკურად …