civil.ge
კიბერშეტევის გამო „ტელეკომპანია პირველის“ მაუწყებლობა შეფერხებულია
„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, 13 აგვისტოს, დილით, არხის ცენტრალურ სერვერზე „კიბერშეტევა განხორციელდა“, რამაც არხის სრული პარალიზება გამოიწვია და სრულფასოვანი მაუწყებლობა შეუძლებელი გახადა. „ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“ და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური განცხადებები“, - ნათქვამია „ტელეკომპანია პირველის“ განცხადებაში. არხის კომერციული დირექტორის ნანა აბურჯანიძის განმარტებით, ამ მომენტისთვის, „ტელეკომპანია პირველის“ ტექნიკური ჯგუფი პრობლემის საკუთარი …