ახალი ამბები

სასამართლომ გვარამიას გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის საზღვრების დატოვება შეუზღუდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების მოთხოვნით 10 აგვისტოს მიმართა. ბრალდების მხარე გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ თანხის რაოდენობა შეამცირა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მედიასთან კომენტარი თავად ნიკა გვარამიამ გააკეთა და მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს სამართლებრივად „უბსოლუტური ბოდვა უწოდა“ და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება „ამ სასამართლოსთვისაც კი ზედმეტად სამარცხვინოა“.

გვარამია აცხადებს, რომ მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. მას გირაოს გადახდისთვის ერთთვიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი ის თანხას არ გადაიხდის, პროკურატურას უფლება აქვს სასამართლოს აღკვეთის ღონისძების შეფარდების მოთხოვნით ხელახლა მიმართოს. 

ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 9 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button