civil.ge
ომის მე-11 წლისთავზე ქვეყნის ლიდერები „ერის კონსოლიდაციის“ მნიშვნელობაზე საუბრობენ
8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-11 წლისთავზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ, რათა ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისთვის პატივი მიეგოთ. პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ, რომელსაც მთავრობის წევრებიც ახლდნენ თან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა“. „ქედს ვიხრი ჩვენი გმირების …