რესპუბლიკის ამბები

მთავრობა სკოლებში ტანვარჯიშის სწავლებით ინტერესდება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 7 აგვისტო, N174.

ცირკულარი ქალთა და ვაჟთა სასწავლებლების უფროსებს

აღძრულ საჭიროების გამო გთხოვთ, რაც შეიძლება სასწრაფოთ, წარმოადგინოთ სამინისტროში შემდეგი ცნობები:

  1. არსებობს თუ არა თქვენდამი რწმუნებულ სასწავლებლებში ტანთვარჯიშობისთვის სპეციალურად მიჩნეული დარბაზი და დადებით შემთხვევაში, რა სიგრძისა, სიგანის და სიმაღლისაა ეს დარბაზი?
  2. რამდენია და რა ტანვარჯიშობის იარაღი მოეპოვება სასწავლებელს?
  3. ვის აქვს ჩაბარებული ტანვარჯიშობის გაკვეთილები, რა სისტემით ასწავლის და რა სპეციალური განათლება აქვს მიღებულ მასწავლებელს?
  4. რამდენი გაკვეთილია მიჩნეული ტანვარჯიშობისათვის თითოეულ კლასში და რა პროგრამის სწარმოებს საგნის სწავლება?
  5. თუ ამჟამად სასწავლებელს არ მოეპოვება ტანვარჯიშობისათვის ცალკე დარბაზი მოსახერხებელია თუ არა სასწავლებლის შენობაში მოეწყოს ასეთი დანიშნულების რომელიმე ოთახი?

ტანვარჯიშობის მთავარი ინსტრუქტორი

გიორგი ეგნატაშვილი

მსგავსი/Related

Back to top button