Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

თბილისის სომხური პრესა: “მთავრობა სოციალიზმიდან ნაციონალიზმისაკენ რეგრესირებს”

გაზ. საქართველო, 1919 წლის 30 ივლისი, N160.

სომხური პრესა

„ნორ-აშხატავორში მე-159 ნომერში  „თანხმობა“-ს სათაურით დაბეჭდილია შემდეგი მეთაური: „საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საგარეო საქმეთა კომისიაში გაირჩა საურთიერთო დამოკიდებულების საკითხი სომხეთთან და საზღვრების სადაო საკითხიც.

რუსული ცარიზმის პოლიტიკამ, რომელიც დამყარებული იყო „გაყავი და იბატონე“-ს  პრინციპზე, ისე არია ამიერკავკასიის ცხოვრება რომ ყოვლად შეუძლებელი გახადა თანხმობის ჩამოგდება და საერთო ენის გამოძებნა.

საზღვრების დავას სომხეთსა და საქართველოს შორის დიდი ისტორია აქვს. საქართველოს ხელმძღვანელი პარტია ამ საკითხში დაექვემდებარა დიდ ევოლუციას. პირველ ხანებში, როცა იდგა თანამედროვე პროგრესიულ პრინციპზე მოლაპარაკებების საფუძვლად იღებდა რეალურ მოსახლეობის პრინციპს, ქართველი შოვინისტი ნაციონალისტები კი ეპოტინებოდნენ ისტორიულ წარსულის პრინციპს რის გამოც იყო მუდმივი უთანხმოება. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღიდანვე მთავრობის რწმუნებულმა და სოციალ-დემოკრატიის ლიდერმა წერეთელმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია და სახელმწიფო საფუძვლად იღებენ ისტორიულ პრინციპს და მოითხოვენ ლორს, ახალქალაქს და თვით ბამბაკსაც. ამ რეგრესმა სოციალიზმიდან ნაციონალიზმისკენ, რომელიც ჩვეულებრივი და ბუნებრივია ქართველ სოციალ-დემოკრატებისათვის ჩაშალა მეგობრული დამოკიდებულება ორ რესპუბლიკათა შორის. დღეს არ შეგვიძლიან არ გამოვსთქვათ ჩვენი სიხარული იმ საბედისწერო საკითხის კეთილ დაბოლოებისთვის, იმედია საქართველოს მთავრობა მიიღებს რეალურ ფორმებს და შესძლებს კეთილი ურთიერთობა ჩამოაგდოს საქართველოსა და სომხის მშრომელ ხალხთა წინაშე“.

„ნორ-აშხატავორი“, რა თქმა უნდა სიხარულს გამოსთქვამს, რომ საგარეო კომისიის სოციალისტური ნაწილი, ძველი სენის მსხვერპლად ხდება. მაგრამ ეს სიხარული ნაადრევია. დღეს საქართველოს საზოგადოებრივი აზრია ქვეყნის მართველი და არა ამა თუ იმ კომისიის კაბინეტი და ეს საზოგადოებრივი აზრი საქართველოს ერთ ნაჭერ მიწას არავის დაუთმობს. „ნორ-აშხატავორი“ რეალური პრინციპის ძალით ითვისებს საქართველოს ტერიტორიას. „ნორ-აშხატავორი“ ჭკვიანია და ოსმალეთის სომხეთის შექმნასაც ამ პრინციპის მიხედვით შეუდგა.

მსგავსი/Related

Back to top button