civil.ge
უცხოეთიდან ავიარეისების სამთავრობო სუბსიდირებას კრიტიკა მოჰყვა
საქართველოს მთავრობის გეგმას, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით უცხოეთიდან, მათ შორის, რუსეთიდან მგზავრთა ავიაგადაზიდვების სუბსიდირებას ითვალისწინებს, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 24 ივლისს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კომპანიას - შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შეეძლება რუსეთიდან, ერევნის გავლით, ბათუმისა და თბილისის მიმართულებით მიმავალი მგზავრების ავიაგადაზიდვები დააფინანსოს. ამ მიზნით, ორივე მიმართულებაზე წლიურად არაუმეტეს 600 ათასი ევრო …