civil.ge
პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენს
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და ასევე, მისი ყოფილი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. უწყებაში 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, რომ დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ჯგუფურად, 16 754 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზეა გამოტანილი, რასაც თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება …