civil.ge
შსს: ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პირველი გამავრცელებელი გამოვლენილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უწყებამ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. შსს-ს 23 ივლისის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ. ა.-მ. სომხეთის ციხიდან ინტერნეტით გაავრცელა. აღნიშნული კადრები დ. ა.-მ სოციალური ქსელის Facebook-ის …