დაუჯგუფებელი

მარიამ გეგუჩაძე

აქტივისტი

აქ ბევრი მიზეზის გამო ვდგავარ: ვდგავარ იმიტომ, რომ მჯერა სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ბევრს შეცვლის. ვდგავარ იმიტომ, რომ არ მინდა ძალადობა არასდროს, და ხვალ იმ ადამიანსაც კი რომ ესროლონ, ვინც ყველაზე მეტად არის პრინციპულად მიუღებელი, მაინც აქ დავდგები. ვდგავარ იმიტომ, რომ არ მინდა რუსული პოლიტიკა და პრორუსული სახელმწიფო. რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს ამისთვის ბრძოლა, ვიდგები აქ.

მინდა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს დემოკრატია, რადგან ამას ვიმსახურებთ. რუსული პროპაგანდის გამო, არასწორი ხელისუფლების გამო, გვავიწყდება, რომ თავისუფლების უფლება გვაქვს. თუმცა აღარ ვართ იმ ეტაპზე, რომ ვინმეს მივცეთ უფლება, ჩვენი თავისუფლება შეზღუდოს.

როგორი პროპაგანდის მანქანაც არ უნდა ჩართონ, ვეღარ ჩაგვითრევენ ამაში. დღეს უკვე ნებისმიერს შეუძლია მარტივიად მიიღოს ინფორმაცია, რომ დასავლურ ბაზარს აქვს თავისი უპირატესობები, რომ რუსული ბაზრის იქეთაც არსებობს ცხოვრება, რომ რუსეთის იქეთაც არის გზა.

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენს მიზნებთან. გვაქვს ძალიან დიდი მონაპოვარი, რასაც წარმოადგენს პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა აქ დავრჩებით, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება. მან ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა.

მსგავსი/Related

Back to top button