civil.ge
გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა 
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „კითხვები ბევრი იყო“, რომელსაც მან შესაბამისი პასუხები გასცა. მისივე თქმით, ის გამოკითხვაზე იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დაიბარებენ. გახარიას განმარტებით, საქმის მასალებში დევს „ყველაფერი რაც საჭიროა …