civil.ge
20-21 ივნისს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე „საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას“, განსაკუთრებულ დავალებათა …