civil.ge
იტალიელთა დელეგაცია ბორჯომს ესტუმრა
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 16 ივლისი, N155 იტალიელები ბორჯომში. ამ დღეებში იტალიის დელეგაციამ, იტალიის ტყეების ინსპექტორის თანდასწრებით ინახულა ბორჯომი. დელეგაცია გაეცნო სატყეო მეურნეობას ბორჯომის მამულში და მისი ქარხნების მუშაობას, დეტალურათ დაათვალიერა ყველა წვირლმანი და საერთოთ კმაყოფილი დარჩა ყოველივე ნახულით. ბორჯომის სატყეო მეურნეობის საქმე იტალიელებს გააცნო ბორჯომის ტყის უფროსმა გამგემ ბ. პახარმა. იტალიელებმა სხვათა შორის სურვილი …