civil.ge
20-21 ივნისს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს. პროკურატურის მიერ 15 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 21 ივნისს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე შსს-ს აღნიშნულმა თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე ფიზიკურად იძალადა. …