civil.ge
როგორ დავძლიოთ საინფორმაციო ველის პოლარიზაცია?
მთელს მსოფლიოში - ამერიკასა თუ ბრიტანეთში, ევროპასა თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში - პოლიტიკოსები და მედია ჩართული არიან შუღლის, დაპირისპირებისა და დეზინფორმაციის ფერხულში. ამით ახალი ჯურის პოლიტიკოსები სარგებლობენ, რომელთაც ხშირად "პოპულისტებს" ვუწოდებთ. ამ ადამიანებს პოლიტიკური მრწამსი კი არ აერთიანებს, არამედ უნარი, მიიჯაჭვონ საზოგადოების ყურადღება. ისინი სპეციალურად აკეთებენ გამაღიზიანებელ და აღმაშფოთებელ განცხადებებს ყურადღების მისაპყრობად, რითაც …