civil.ge
ახალგორელ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ მეარაყიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. თამარ მეარაყიშვილს, რომელიც „რადიო თავისუფლებისა“ და ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ შტატგარეშე ჟურნალისტი იყო და ადგილობრივ პრობლემებზე ხშირად წერდა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავა და 17 აგვისტოს კვლავ გაათავისუფლა. მას ცხინვალის რეგიონის მმართველი პარტიის „ერთიანი …