civil.ge
სალომე ზურაბიშვილი: „ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდებთ დეესკალაციისკენ“
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალებს „დეესკალაციისკენ“ მოუწოდებს. 9 ივლისს ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა ემოციებისა და პოლიტიკური გემოვნების გვერდზე გადადებას ითხოვს, რათა არ დაუშვათ „რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში“. …