civil.ge
რუსეთში საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ რეკომენდაციით მიმართა რუსეთის მთავრობას, რომ საქართველოსთან მიმართებით „სპეციალური ეკონომიკური ზომების“ შემოღების მიზანშეწონილობა განიხილოს და შესაბამისი წინადადება რუსეთის პრეზიდენტს წარუდგინოს. აღნიშნულის თაობაზე დადგენილებას 9 ივლისს დუმის პლენარულ სხდომაზე მხარი ოთხივე ფრაქციამ - „ერთიანმა რუსეთმა“, „კომუნისტურმა პარტიამ“, „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „სამარლიანმა რუსეთმა“ დაუჭირა. დადგენილების თანახმად, საქართველოსთვის სანქციების დაწესება უნდა მოხდეს „სპეციალური ეკონომიკური ზომებისა …