civil.ge
საზოგადოება ერთიანდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასაძლიერებლად
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 13 ივლისი, N153. დღეს ქართული კლუბის ბაღში გაიმართება დიდი სახალხო სეირნობა ლატარია-ალეგრით, რომლის წმინდა შემოსავალი მოხმარდება ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საშუალებათა გაძლიერებას, ხოლო 20 % გადაიდება რესპუბლიკის წითელი ჯვრის სასარგებლოდ. ხსენებული საზოგადოება ძველი რეჟიმის დროს მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ენერგიულათ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის განაპირა ადგილებში ქართული ენის შენარჩუნებასა და …