civil.ge
მოსკოვი გმობს „რუსთავი 2“-ის გადაცემას როგორც „თავგასულ რუსოფობიას“ და ხელისუფლების რეაგირებას მიესალმება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ქვევით მოცემულია განცხადების სრული ტექსტი: „კატეგორიულად ვგმოთ თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო გამოსვლას უცენზურო გამონათქვამების მქონე მიუღებელი გამოხტომებით რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით, რომელსაც ქართულ ტელეარხზე, „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა ადგილი. მოცემულ ფაქტს განვიხილავთ როგორც ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციას, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩაშლისკენაა …