civil.ge
ვინ არის დავიდ სასოლი – ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი?
ოთხშაბათს, 3 ივლისს, ევროპარლამენტმა ახალ თავმჯდომარედ დავიდ სასოლი (David Sassoli), იტალიელი სოციალისტი პოლიტიკოსი აირჩია. სასოლი ჩაანაცვლებს ანტონიო ტაიანის (Antonio Tajani), ასევე იტალიელს, რომელიც ევროპარლამენტს 2017 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. ოთხშაბათი დილის კენჭისყრაზე სასოლიმ მხოლოდ 325 ხმა მიიღო და სულ რაღაც 7 კოლეგის მხარდაჭერა დააკლდა პარლამენტის პრეზიდენტობამდე, თუმცა იმავე დღეს, მოგვიანებით გამართულ კენჭისყრაზე მან 345 ხმა …