civil.ge
მუხლი 315: (არარსებულ?) შეთქმულებათა ქრონიკა
2019 წლის 4 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარლამენტის წინ 20-21 ივნისს მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე აღძრული საქმის მუხლი დაამძიმა. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლს, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს, 315-ე მუხლი - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნით ამბოხისა და შეთქმულების ორგანიზება დაამატა. საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 20-21 ივნისის …