civil.ge
ნოე რამიშვილის ინტერვიუ აზერბაიჯანულ პრესასთან
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 6 ივლისი, N147. საქართველოს მთავრობის განათლების, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ნოე რამიშვილს, რომელიც ამ ჟამად ბაქოში იმყოფება, შემდეგი ხასიათის საყურადღებო საუბარი ჰქონია გაზეთ „ბაკინსკაია ჟიზნის“ თანამშრომელთან. უპირველეს ყოვლისა ბატონმა მინისტრმა საჭიროთ სცნო განეცხადებია მისი სრული კმაყოფილება იმ წესრიგის შესახებ, რომელიც მან შენიშნა აზერბაიჯანის რკინის გზაზედ. ყველგან მოსჩანს მისწრაფება …