civil.ge
Amnesty International: რუსეთის მიერ აღმართულ გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე „გამანადგურებელი გავლენა“ აქვს
რუსული სამხედრო შენაერთების მიერ საქართველოში განხორციელებული „ბორდერიზაცია“ გამანადგურებელ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, - განაცხადა დღეს Amnesty International-მა ანგარიშის წარდგენისას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს ეხება. ანგარიში, რომელიც Amnesty International-ის ერთწლიან კვლევას ეფუძნება, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებების უკანონო ქმედებებს ააშკარავებს, რომელთა შედეგადაც გამყოფი ხაზების …