civil.ge
საქართველოს და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 1 ივლისს თავის ჩინელ კოლეგას, სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი კეციანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილა. ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთს ლი კეციანის მოწვევით სტუმრობს, სადაც ის დალიანში 1-3 ივლისს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ჩინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, „ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის საფუძველზე“, ჯანსაღად და …