civil.ge
კარასინი, თბილისის საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აფასებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 2 ივლისს განაცხადა, რომ მისთვის „მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლაგავლილმა რადიკალებმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებისათვის ანტირუსული მიმართულების მიცემა შეძლეს“. კარასინმა რუსეთ-საქართველოს კრიზისში მყოფ ურთიერთობებზე გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა. კარასინის თქმით, თბილისში განვითარებული მოვლენების „შედეგად, ყველაფერი დადებითი, რასაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში 2012 წლიდან მოყოლებული ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“. …