civil.ge
ომბუდსმენმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო. დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების პროცესს „დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის“ კრიტერიუმებით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეაფასებს. გამოძიების მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის: „ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო …