civil.ge
“თავისუფლების მარში”: ათასობით მოქალაქემ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო
თბილისში 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების მეათე დღეს, ათასობით მოქალაქე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით "თავისუფლების მარშზე" გამოვიდა. "გახარია, წადი!", - ამ ლოზუნგით საპროტესტო მსვლელობა საღამოს 7 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედნისკენ გაემართა, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. "თავისუფლების მარშს" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, სხვა ოპოზიციური პარტიების …