civil.ge
შს მინისტრი: “მე ვრჩები აქ”, სანამ არ დასრულდება გამოძიება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის მერვე დღეს, მინისტრი გახარია 27 ივნისს ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შეხვდა და ვრცლად ისაუბრა სპეცრაზმის მიერ 20-21 ივნისის აქციის დაშლაზე, რის შედეგადაც 240 პირი, მათ შორის, 100-ზე მეტი მოქალაქე, 30-ზე მეტი ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა. თითქმის ორი საათის განმავლობაში, მინისტრი პასუხობდა მისი და ხელისუფლების …