civil.ge
შვიდმა ქვეყანამ, საქართველოს ჩათვლით, PACE-ს მიერ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა დაგმო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის და უკრაინის დელეგაციებმა დაგმეს PACE-ს მიერ 25 ივნისს გამართულ სხდომაზე რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა. 25 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ „რუსეთის დელეგაციის უფლებების უპირობო აღდგენა იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ სცემს პატივს ასამბლეის უამრავ მოთხოვნას, ევროპის საბჭოს და მისი წესდების …