დაუჯგუფებელი

ლაშა ბაქრაძე

ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი

„საზოგადოება აღაშფოთა ჯერ კიდევ იმან, რომ საქართველოში რუსეთის პარლამენტის წევრები ჩამოვიდნენ და მათ ისე მეგობრულად დახვდნენ, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეში [ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია], როგორც უნდა ხვდებოდნენ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს და არა იმ ქვეყნისა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მუდმივად პროვოკაციებს აწყობს, საზღვრებს წევს წინ და დამატებით მიწებს იტაცებს.

ეს უკვე ძალიან აღმაშფოთებელი იყო. მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა იმან, რომ მმართველი პარტიის წევრებმა ეს არ იკმარეს და რუსი პარლამენტის წევრი გავრილოვი, რომელიც თავისი კომუნისტურ-ფაშისტური რიტორიკით გამოირჩევა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვეს.

ეს საზოგადოებისთვის უაღრესად გამაღიზიანებელი იყო. ამიტომ დაიწყო აქ დიდი მიტინგი და ამ მიტინგს მოჰყვა უსასტიკესი დარბევა.

ამ საპროტესო მოძრაობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდათ ეს ახალგაზრდები რომელიმე პარტიის წარმომადგენლებად გამოიყვანონ, მათი აბსოლუტურად უმრავლესობა არანაირ პარტიას არ მიეკუთვნებიან და შეიძლება არანაირი პარტიის ამომრჩეველიც არ იყვნენ.

ეს იყო ფართო საზოგადოების დიდი აღშფოთება“.

მსგავსი/Related

Back to top button