Placeholder canvas
დაუჯგუფებელი

ნოდარ რუხაძე

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

„ჩვენ ვხედავდით იმას, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაეთბო, თუმცა დავინახეთ, რომ მთელი ეს სისტემა, რომელსაც ქმნიდნენ 7-8 წლის განმავლობაში, ერთი არასწორი და პრინციპულად მიუღებელი ნაბიჯით ჩამოენგრათ.

სწორედ ეს გახდა მთელი ამ სამოქალაქო მოძრაობის შთაგონების წყარო, რის გამოც ოთხი დღის წინ აქ ახალგაზრდები, ხანდაზმულები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მასწავლებლები ქუჩაში გამოვედით, რათა ჩვენი ხელისუფლების კოლაბორაცია ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლებასთან გაგვეპროტესტებინა. ამის პასუხად, ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ყველაზე მავნებელი და მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომ, პირველად საქართველოს ისტორიში, დაერბია ანტისაოკუპაციო აქცია.

ეს ოთხი დღე არის ამ ყველაფრის გამოძახილი“.

მსგავსი/Related

Back to top button