Placeholder canvas
დაუჯგუფებელი

იდა ბახტურიძე

ქალთა უფლებების აქტივისტი

„მე დღეს ვუერთდები ამ აქციას და იმ მოთხოვნებს იმიტომ, რომ დროა ამ ქვეყანაში ყველამ პასუხისმგებლობების აღება ისწავლოს. ხელისუფლება, რომელიც დაუშვებს დანაშაულს, მას, დასჯის გარდა, უნდა მოეთხოვებოდეს პოლიტიკური ფასი იმის გამო, რასაც ჩაიდენს და ეს პოლიტიკური ფასი, ამ შემთხვევაში, არის კონკრეტული თანამდებობის პირების გადაყენება.
ოპოზიციას ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ აქ შეკრებილი ადამიანების პროტესტი არ გამოიყენოს ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. ჩვენ არცერთი ბელადის თუ ლიდერის მოწოდებების გამო არ ვდგავართ აქ. ჩვენ გვჭირდება სისტემური ცვლილებები, ჩვენ გვჭირდება არჩევნების გზით შეცვლილი და დაბალანსებული ხელისუფლებები.

ჩვენ აღარ დავუშვებთ სახელმწიფო გადატრიალებას ამ ქვეყნის დედაქალაქში თუ სხვა ქალაქებში, ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, ამ თაობის ადამიანებმა რომლებმაც ნახეს საკუთარი მშობლები როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, როგორ ვერ მოახერხეს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა. ჩვენ მათი გამოცდილებით, მათი შეცდომებით და ჩვენი გამოცდილებით, ზუსტად ვისწავლეთ რა გვჭირდება დღეს

მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია აქ შეკრებილ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პარტიებს ემიჯნებიან, გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ თავადაც პოლიტიკას აკეთებენ. პოლიტიკური პარტიების იზოლაციაში ამ პროცესის წარმართვა დიდი შეცდომაა. საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდგომი პროცესი უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ამიტომ პოლიტიკოსების გარეშე, მოგვწონს ისინი თუ არა, ამ ბრძოლას ვერ გავაგრძელებთ“.

მსგავსი/Related

Back to top button