დაუჯგუფებელი

გიორგი ნონიაშვილი

იურისტი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ცხადია ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქისთვის ღირსების შემლახავია, როდესაც ხელისუფლება პარლამენტში რუსეთის ერთ-ერთ დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე სვამს. ამან გამოიწვია თავიდან პროტესტი, იმან რომ ხელისუფლებამ ვერ გაზომა, რამდენად დიდ პრობლემებს ქმნის ეს ყველაფერი მიმდინარე ოკუპაციის, რბილი ძალის და ჰიბრიდული ომის წარმოების პირობებში და შემდეგ, როდესაც ამ პროტესტის ტალღა აგორდა ფაქტიურად ხელისუფლებას ჰქონდა ორი არჩევანი – დაეყენებინა პასუხისმგებელი პირების გადაყენების საკითხი ან დაერბია ხალხი, მან აირჩია მეორე, მან დაარბია ხალხი და შესაბამისად პროტესტის ტალღა კიდევ უფრო გადიდდა, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა, პროტესტანტებმა ჩათვალეს, რომ ხელისუფლებას ბევრად უფრო უღირდა ოკუპანტი დეპუტატის დაცვა და ხელისუფლების პასუხისმგებელი პირების არგადაყენების საკითხი, ვიდრე ქართველი ხალხის მშვიდობიანი მანიფესტაცია.

ეს ბოლო 20 წლის პროტესტის ხაზისგან განსხვავებული აქციებია იმიტომ, რომ აქ არ არის ვიწრო პარტიული დაპირისპირებები. აქ არის გამოსული სამოქალაქო საზოგადოება, ჩვეულებრივი მოქალაქეები, არის თავისუფალი ტრიბუნა. ხალხის მთავარი სათქმელი არის ორი რამ: პირველი, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, საკუთარი სკამის დათმობა და ქართველი ხალხის ღირსების შელახვა. მეორე, რომ მოქალაქეებს ხელისუფლება არ უნდა არბევდეს იმის გამო, რომ მოქალაქეებს სამართლიანი მოთხოვნები აქვთ“.

მსგავსი/Related

Back to top button